Terms of usage

თქვენ ვალდებული ხართ პროდუქციის/მომსახურების შეძენამდე გაეცნოთ მიმდინარე წესებს. ვებ-გვერდის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ქვემოთხსენებულ წესებზე, რომლებიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა. Natalishop იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლიბები აღნიშნულ წესებში და პირობებში.
ჩვენი ვებ-გვერდის მომსახურების პირობებით სარგებლობა:
თქვენ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ Natalishop.ge - ით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ:

  1. ხართ 18 წლის ან უფროსი იმისათვის, რათა შეიძინოთ ნებისმიერი შეთავაზება;
  2. Natalishop – ის სერვისებით სარგებლობისათვის აუცილებელია ანგარიშის გახსნა (რეგისტრაციის გავლა).
  3. ნებისმიერი შეთავაზების შესაძენათ ვალდებული ხართ რეგისტრაციისას შეავსოთ ყველა ველი ზუსტი და უტყუარი ინფორმაციით;
  4. ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის, პირად ანგარიშზე, და ყველა იმ აქტივობაზე, რაც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებ-გვერდზე;
  5. ასევე პასუხისმგებელი ხართ საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემი);
  6. იკრძალება საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება. სხვისი ელ-ფოსტის ან ტელეფონის ნომრის გამოყენება;
  7. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გაქვთ პირადი ანგარიში, სადაც შეძლებთ მართოთ შეძენილი ან ჩანიშნული პროდუქტი/მომსახურება. ასევე შეგიძლიათ დაარედაქტიროთ პირადი მონაცემები.
  8. თქვენი ელ.ფოსტის სისტემაში დაგზავნის მიზნით გამოყენება ნებადართულია, თუმცა თქვენ გაქვთ უფლება, რეგისტრაციის დროს, უარი თქვათ აღნიშნულ სერვისზე.
  9. რეგისტრაციისთანავე თქვენ ავტომატურად ეთანხმებით იმ პირობას, რომ შესყიდული პროდუქციის/მომსახურების თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ;
  10. პროდუქციის/მომსახურების ხარისხზე პასუხიმსგებელია Natalishop.ge;
  11. პრეტენზიებს პროდუქციის/მომსახურების უხარისხობაზე და მის სხვა მახასიათებლებზე შეგიძლიათ მიმართოთ Natalishop.ge - ადმინისტრაციას საკონტაქტო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო საშუალებებით;
  12. თუ სარგებლობთ ადგილზე მიტანის სერვისით, ზუსტად მიუთითეთ ადრესატის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და მისამართი ტრანსპორტირებისათვის.
  13. იკრძალება Natalishop – ის რაიმე ნაწილის კოპირება და გავრცელება ნებისმიერ გარემოში Natalishop – ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  14. თქვენ არ გაქვთ ვებ-გვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე შესვლის მცდელობის უფლება;
  15. ვებ-გვერდზე უწმაწური სიტყვების გამოყენების შემთხვევაში Natalishop.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში;
  16. არ გაქვთ უფლება ვებ-გვერდი გამოიყენოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის;
  17. არ გაქვთ უფლება დაშინებით, მუქარით ან სხვა ქმედებით, მოუწოდოთ მომხმარებლებს არ ისარგებლონ ვებ-გვერდით;
  18. თუ პროდუქციის/მომსახურებაზე ინფორმაცია მწირია, პროდუქტის შესყიდვამდე თქვენ უფლება გაქვთ  მითითებული საკონტაქტოების საშუალებით მოიპოვოთ ამომწურავი ინფორმაცია.
  19. გადახდის ქვითრის დუბლიკატის გამოყენება, გაყიდვა ან ამ დუბლიკატით ვაჭრობა აკრძალულია;
  20. Natalishop მოპარული ან დაკარგული გადახდის ქვითარზე არ არის პასუხისმგებელი.
  21. Natalishop არ აგებს პასუხს შეძენილი ნივთის დაკარგვაზე თუ ეს გამოწვეული იქნება თქვენს მიერ, რეგისტრაციის ან ადგილზე მიტანის სერვისის შევსების დროს არასწორი ინფორმაციის განთავსებით;
  22. საიტზე თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში კითხვა მოგვწერეთ პუნქტში: ხშირად დასმული კითხვები;