კონფიდენციალურობის პოლიტიკა – Natali Group E-commerce
მოქმედია: www.natalishop.ge ვებსაიტზე

Natali Group-სთვის მომხმარებლის კონფიდენციალურობა უმაღლესი პრიორიტეტია. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა („პოლიტიკა“) განსაზღვრავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვინახავთ, ვიყენებთ და ვინახავთ თქვენს პირად მონაცემებს ვებსაიტის ან ჩვენს სერვისებთან ურთიერთობისას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სტანდარტების შესაბამისად.

  1. ვინ ვართ ჩვენ
    ჩვენ ვართ Natali Group – კომპანია, რომელიც სთავაზობს კოსმეტიკურ, ესთეტიკურ და სილამაზის პროდუქტებს ონლაინ და ოფლაინ სივრცეში. ჩვენი იურიდიული მისამართია: თბილისი, საქართველო. ვებსაიტი: www.natalishop.ge
  2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
    გაგვაჩნია უფლება მოვაგროვოთ შემდეგი კატეგორიის პირადი ინფორმაცია:
    – თქვენი სახელი, გვარი
    – საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი
    – გადახდის დეტალები (შიფრირებული)
    – შეკვეთების ისტორია
    – ტრანზაქციების დეტალები
    – თქვენი IP მისამართი და ბრაუზერის დეტალები
    – ქუქისების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია
    თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსით, როგორიცაა შენიშვნა ან სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რა ზარიც თქვენ განახორციელეთ ჩვენ რომელიმე საკონტაქტო ცენტრში, ელექტრონული საფოსტო შეტყობინება ან წერილი, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერები;
  3. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
    თქვენი მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
    – შეკვეთების დამუშავება და მიწოდება
    – ანგარიშის მართვა
    – მომხმარებლის მხარდაჭერის სერვისები
    – კომუნიკაცია (შეტყობინებები, აქციები, შეთავაზებები)
    – უსაფრთხოების კონტროლი და თაღლითობის პრევენცია
    – სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნები
  4. ვინ იღებს თქვენს მონაცემებს
    თქვენი პირადი ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს მხოლოდ:
    – მიწოდების კომპანიებს (მაგ: QuickShipper)
    – გადახდის მომსახურე სისტემებს (მაგ: TBC, BOG)
    – მესამე მხარის ტექნოლოგიურ პარტნიორებს, რომლებიც გვაწვდიან ჰოსტინგსა და ანალიტიკურ სერვისებს ჩვენ არ ვყიდით, არ ვაქირავებთ და არ ვავრცელებთ თქვენს ინფორმაციას რეკლამირების მიზნით მესამე მხარეებთან თქვენი თანხმობის გარეშე.
  5. თქვენი უფლებები
    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაქვთ შემდეგი უფლებები:
    – მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წვდომა, შეცვლა ან წაშლა
    – მოითხოვოთ მონაცემების გადატანა
    – შეაჩეროთ ან შეზღუდოთ მათი დამუშავება
    – მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის გაუქმება
  6. მონაცემთა შენახვა
    თქვენი მონაცემები ინახება მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენადაც ეს საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ან კანონით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
  7. უსაფრთხოება
    ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის SSL დაშიფვრის სისტემებს, მომხმარებლის მონაცემების დასაცავად. გადახდები მიმდინარეობს PCI DSS სტანდარტების დაცვით.
  8. ქუქი ფაილები (Cookies)
    ვებსაიტი იყენებს ქუქისებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. მომხმარებელს აქვს უფლება გამორთოს ქუქისების გამოყენება ბრაუზერის პარამეტრებიდან.
  9. მესამე მხარის ვებსაიტები
    ჩვენი ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა საიტებზე, რომელთა კონტენტის ან პრაქტიკისთვის პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.
  10. არასრულწლოვნების მონაცემები
    ჩვენ არ ვაგროვებთ შეგნებულად არასრულწლოვანთა მონაცემებს. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, გთხოვთ, გამოიყენოთ ვებსაიტი მშობლის თანდასწრებით ან ნებართვით.
  11. ცვლილებები პოლიტიკაში
    ჩვენ შესაძლოა განვახორციელოთ ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება www.natalishop.ge-ზე.
  12. როგორ დაგვიკავშირდეთ
    ნებისმიერი შეკითხვისთვის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: support@natalishop.ge ან მოგვწერეთ ფოსტის მისამართზე: თბილისი, საქართველო.

 

Cookie პარამეტრები (Cookie Preferences)

როგორ ვიყენებთ ქუქიზებს?

ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიას, როგორიცააქუქიზები” (cookies), ინფორმაციის შესაგროვებლად და თქვენი ონლაინ პარამეტრების შესანახად. Cookie პარამეტრების მართვით, შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ კონკრეტული კატეგორიის ქუქი, წინასწარ განსაზღვრული კატეგორიზაციის საფუძველზე.

ქუქი კატეგორიები:

აუცილებლად საჭირო ქუქიზები (Strictly necessary cookies)

ეს ქუქიზები აუცილებელია ვებგვერდის ძირითადი ფუნქციონალობის უზრუნველსაყოფად და ავტომატურად აქტიურდება საიტით სარგებლობისას. ეს მოიცავს ქუქიზებს, რომლებიც ხდის შესაძლებელს კალათის და გადახდის პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საიტის უსაფრთხოებას და რეგულაციებთან შესაბამისობას.

შესრულების ქუქიზები (Performance cookies)

ეს ქუქიზები აგროვებს ინფორმაციას საიტის გამოყენების შესახებმაგალითად, რომელი გვერდებია თქვენთვის ყველაზე ხშირად მონახულებული ან მიიღეთ თუ არა რაიმე შეცდომის შეტყობინება. ამ ქუქიზების მიერ შეგროვებული ინფორმაცია აგრეგირებულია და ანონიმურია. ჩვენ ვიყენებთ ამ ქუქიზებს რეკლამების ეფექტურობის გასაზომად და საიტის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

ფუნქციური ქუქიზები (Functional cookies)

ეს ქუქიზები საიტს აძლევს საშუალებას დაიმახსოვროს თქვენი არჩევანები და შემოგთავაზოთ უფრო გაუმჯობესებული და პერსონალიზებული ფუნქციები. ამ ქუქიზებით შეგროვებული ინფორმაცია ანონიმურია და არ აკვირდება თქვენს აქტივობას სხვა ვებსაიტებზე.

რეკლამული ქუქიზები (Advertising cookies)

ეს ქუქიზები გამოიყენება იმისათვის, რომ გაჩვენოთ თქვენთვის უფრო შესაბამისი რეკლამები და შინაარსი. ისინი მდებარეა მესამე მხარის მიერ ჩვენი ნებართვით, და შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გაიზიაროს სხვა ორგანიზაციებთან, მაგალითად გამომცემლებთან და რეკლამის დამკვეთებთან.