Dual Cleanse
სახის გამწმენდი, რომელიც აზიური ორმაგი გაწმენდის ეტაპს აერთიანებს ერთ პროდუქტში, ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, მინარევებსა და გარემოსგან მიღებულ დაბინძურებას.
მისი ტექსტურა გარდაიქმნება ქაფად, რომელიც კანს ტოვებს სუფთას, ნაზსა და ბზინვარებით სავსეს. ანტი-ასაკობრივი ფორმულა, 85%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებით, ხელს უწყობს კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას.
125,00 ₾
სახის გამწმენდი, რომელიც აერთიანებს აზიური ორმაგი გაწმენდის მეთოდს ერთ უნიკალურ პროდუქტში.
პირველ ეტაპზე ის შთანთქავს და აშორებს ცხიმოვან მინარევებსა და ფორებში დაგროვილ დაბინძურებებს.ხოლო შემდეგ, წყალთან შეხებისას გარდაიქმნება მსუბუქ ქაფად, რომელიც აშორებს წყალზე დაფუძნებულ მინარევებს (ოფლი, ქლორი და მინერალები, მტვერი და ჰაერში არსებული დაბინძურება, ბაქტერიები და ტოქსინები, წყალში ხსნადი მაკიაჟი)
85%-ით ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველობა და Epigenol-ის ფორმულა უზრუნველყოფს ღრმა წმენდას და ანტი-ასაკობრივ ზემოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას.
მისი ულტრა-სენსორული ტექსტურა კანს ანიჭებს გამოცოცხლებულ იერს, სინაზესა და ბუნებრივ ბზინვარებას, ცხიმიანი ფენისა და დაჭიმულობის შეგრძნების გარეშე. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სწრაფი და ეფექტური გაწმენდა, თანაც განსაკუთრებული მოვლის შეგრძნებით.
შედეგები:
კვლევა ჩატარდა 35 მოხალისეზე, 18-დან 74 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებზე.
86% – “ჩემი კანი სრულად თავისუფალია ყველა სახის მინარევისა და მაკიაჟის ნარჩენებისგან.”
77% – კანი ხდება უფრო ნათელი და ბზინვარე.
98% – ძალიან სასიამოვნო ტექსტურა.
განსაკუთრებული მახასიათებლები:
მყისიერი სირბილისა და კომფორტის შეგრძნება
მაკიაჟის სწრაფი და ნაზი მოცილება
არეგულირებს ცხიმის ზედმეტ გამოყოფას, უზრუნველყოფს სუფთა და მბზინვარე კანს
Volume | 125მლ |
---|